Tbilisi Photo Festival 2012- ის პროგრამა 7 დიდ გამოფენას აერთიანებს, რომელებიც თანამედროვე ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებას მოიცავს- ფოტოჟურნალისტიკიდან კონცეპტუალურ ფოტოგრაფიამდე. სტენლი გრინის “ჩეჩნეთის გზაზე”, თანამედროვე ირანელი ქალი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენა, სირიაში უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია, ჯგუფური გამოფენა “შავი ზღვის ფერები” (1960-2010)- თანემედროვე ფოტოგრაფიის 10 ცნობილი ფოტოგრაფის მონაწილეობით, 19-ე საუკუნის კავკასიური პორტრეტის გამოფენა და ბოლოს, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის ნათელა გრიგალაშვილის “დედა ენა” (2011-2012) .
Tbilisi Photo Festival-ის საპატიო სტუმარი 2012 წელს ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი, ფოტო სააგენტოს “NOOR” ერთ-ერთ დამაარსებელი და წევრი სტენლი გრინია. მისი ცნობილი სერია, რომელიც ჩეჩნეთის ომების ამსხაველ ფოტოებს აერთიანებს და ფესტივალის ფარგლებში იქნება ნაჩვენები, პირველად იფინება კავკასიის მასშტაბით. “ჩეჩნეთის გაზაზე” (1994-2003) ფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური გამოფენაა.
ნახეთ ვრცლად >> |