“ფოტოგრაფიის ღამე” (Tbilisi Night of Photography) არლის ფესტივალის (Les Rencontres d’Arles) ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიების La Nuit de l’Anee ქართული ვერსია. მისი თბილისში ჩატარება არლის ფესტივალსა და თბილისის ფოტო ფესტივალს შორის არსებული პარტნიორობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
ტრადიციულად ფოტო ჩვენებები ღია ცის ქვეშ, ფესტივალის გახსნის კვირეულის შაბათ ღამეს იმართება ძველ თბილისში. 2013 წელს “ფოტოგრაფიის ღამე” შაბათს, 1 ივნისს გაიმართება 21.30-დან 03.00-მდე. Night of Photography თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა. ერთი ღამის განმავლობაში იგი დაახლოებით 20 000-მდე მაყურებელს უყრის თავს.
ნახეთ ვრცლად >>
|