ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • სექტემბერი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
03 სექ 2015

მასტერკლასის სტიპენდიის პროგრამა

თავის მე-6 გამოშვებას, თბილისი ფოტო ფესტივალი მოხარულია გამოაცხადოს მასტერკლასის სტიპენდიის პროგრამა, მონაწილეობის მსურველი ფოტოგრაფებისთვის საქართველოს, აზერბაიჯანს, სასომხეთს, უკრაინას, რუსეთს, ბელორუსიასა და ირანიდან, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

თითოეულ მასტერკლასზე გაიცემა ერთი სტიპენდია, ეს მასტერკლასებია: კაუდი სლუბანი - 2016 წ. აპრილი, ანტუან დაგატა - 2016 წ. აპრილი. მასტერკლასები გაიმართება თბილისი ფოტო ფესტივალის მიერ, თბილისში.

თითოეული მასტერკლასის ჟიური შეარჩევს ერთ ფოტოგრაფს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან.

თბილისი ფოტო ფესტივალის სტიპენდია დაფარავს მასტერკლასში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

სხვა მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველჰყონ თავიანთი მგზავრობა და თბილისში საცხოვრებლის მოძიება. თბილისი ფოტო ფესტივალი მიაწვდის მონაწილეებს ყველაზე შესაფერისი საცხოვრებლების სიას.

მასტერკლასის სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ჟიურის წევრებთან თავიანთი შესრულებული ან დაგეგმილი ფოტო პროექტების მოკლე აღწერა, რეზიუმე და მაქსიმუმ 30 ფოტო ნამუშევარი, ლ. მისამართზე: masterclass@tbilisiphotofestival.com.

დოსიეები უნდა იყოს გამოგზავნილი ჟიურის წევრებთან მასტერკლასის დაწყებამდე 8 კვირით ადრე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ  აქ.

მასტერკლასამდე 6 კვირით ადრე, შერჩეულ კანდიდატს შეატყობინებენ მასტერკლასში მონაწილეობის შესახებ.

* მოგვიანებით საიტზე იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ანტუან დაგატას მასტერკლასის შესახებ 2016 წლის აპრილში.

 




უკან