ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • სექტემბერი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
03 სექ 2015

თბილისი ფოტო ფესტივალის რეზიდენტობის პროგრამა

თავის მე-6 გამოშვებას, თბილისი ფოტო ფესტივალი გაიმრთება 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. ფესტივალი იწყებს რეზიდენტობის პროგრამას.

თბილისი ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფებსა და ფოტო კურატორებს სთავაზობს რეზიდენტობის პროგრამას.

მონაწილეობის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, 2015

რეზიდენტობის თარიღები და ხანგრძლივობა: პროფესიონალი, დამწყები ფოტოგრაფი, ან ფოტო კურატორი, შეთანხმებულ თარიღებში 2-5 კვირის მანძილზე, 13 დეკემბრიდან, 2015 - 30 მაისამდე, 2016, 15 თანმიმდევრული დღის მანძილზე თბილისში იმუშავებს.

აღწერა: რეზიდენტობის პროგრამა გამოცხადებულია, ჩვენ ვეძებთ დაინტერესებულ, შემოქმედებით და ამბიციურ შემოთავაზებებს ფოტოგრაფებისა და ფოტო-კურატორებისაგან ევროპის რეგიონისა* და ირანიდან. აპლიკანტები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, მათ შორისაა: აპლიკანტის ნამუშევრის არტისტული და პროფესიონალური დონე, აპლიკანტის შემოთავაზების ხარისხი, რამდენად შეუწყობს ხელი რეზიდენტობის პროგრამა აპლიკანტის არტისტულ განვითარებას და რამდენად შესაბამისი იქნება აპლიკანტის პროფესიულ მიზნებთან.

ერთი ფოტოგრაფი ან ფოტო კურატორი მიიღებს სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით. ასევე, თბილისი ფოტო ფესტივალი დაფარავს სტიპენდიანტის მგზავრობისა (400 ევროს ფარგლებში), და საცხოვრებელის ხარჯებს, რეზიდენტობის პროგრამის ფარგლებში. დამატებითი მხარდაჭერა იქნება გაწეული პრეზენტაციისა და საბოლოო ნამუშევრის მასალაზე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა: აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ვიზუალური მასალითა და მოთხოვნილი მითითებით, 2015 წლის 25 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: residency@tbilisiphotofestival.com

აპლიკაციების დიდი რაოდენობის გამო, თბილისი ფოტო ფესტივალი მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუკავშირდება აპლიკანტებს.

* ევრო კომისიის 47 წევრი ქვეყნის ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ვებსაიტზე: www.wikimedia.org




უკან