გამოფენები

გრეგუარ ელუა

“ჩიტის ბუდეები“

გერნზის ოლქი 2016-2018

„შეჩვეულნი იყვნენ ძიებას, ქექვას, დამალული ნივთების პოვნას. ჭუჭრუტანებში ჭვრეტა ჩვევად ჰქონდათ; ამ ნახვრეტში რატომ არა? ნადირობა ხომ ამაღელვებელია. ჩიტის ბუდეებში ყურება, სავარაუდოდ, მოჩვენებების ბუდეებში ყურებას წააგავს. ბნელ ნაწილებში ფათური? რატომაც არა?”

ვიქტორ ჰიუგო, „Les Déniquoiseaux, (ჩიტის ბუდეები), ზღვის მუშები“

„მინდა განმეორებით ერთი და იმავე ბილიკებზე ვიარო სანაპიროზე, ყველა ქვა შევისწავლო, ყველა ხე და ფესვი. მინდა ვიცოდე ქარი საიდან უბერავს. ვნახო შუქის შემოჭრა გამთენიას, ან დაბინდებისას. მინდა წყალში ჩავიდე, რომ აღმოვაჩინო რა ძევს სიღრმეში, ტალღა როგორ ტყდება, რას ნიშნავს იყო კუნძულზე. მინდა კუნძული ნაცნობ ადგილად ვაქციო, მინდა ლანდშაფტი ამოვწურო”.

გრეგუარ ელუა

ფოტოები გადაღებულია გერნზში, ჰერმში, სარკსა და ოლდერნში 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით გერნზის ფოტოგრაფიის ფესტივალის და გეითჰაუს გალერეის სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში, გერნზის მუზეუმების, სახელოვნებო გალერეების და გერნზის სახელოვნებო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

„ძვირფასო ფერია” სახელოვნებო წიგნია, რომელიც 59 ეგზემპლიარად არსებობს და ფრანგი გრაფიკული დიზაინერის ფლორიან ბრენემანის დიზაინითაა შექმნილი. ეს 125 ნაწილისგან შემდგარი, ასაწყობი ფაზლია, რომლის A3 ზომის გვერდები 17 მეტრის სიგრძის გამოფენად შეიძლება გაიშალოს.


გამოფენის გახსნა
სექტემბერი 15, 19.00
გ. ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმი 

გალერეა




უკან გასვლა