გამოფენები

მიხალ ივანოვსკი

ომის შემდგომი ამბები

„ნათელი ხალხი“

„1945 წელს ბაბუჩემმა და მისმა ძმამ თავი დააღწიეს სამხედრო-საომარ ბანაკს კალუგაში, რუსეთი, და ვარაუდით გაიკვალეს 2000 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, სახლში დასაბრუნებლად. ძებნილები, მხოლოდ ღამით გადაადგილდებოდნენ, რომ ადამიანებთან ნებისმიერი კონტაქტი აერიდებინათ. მათ რიგ-რიგობით ეძინათ შუაგულ ტყეებში, ერთმანეთს უვლიდნენ და იარებს უშუშებდნენ. კენკრის, სოკოსა და მოპარული კომბოსტოს მეშვეობით მათ უმძიმესი გზა და კლიმატური პირობები გაიარეს.

მთელი გზის მანძილზე, მათმა მიზანდასახულობამ და ძმობამ გადაარჩინა და მისცა ძალა გზის დასაძლევად.

1945 წლის ნოემბერში - 3 თვის შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახში, ვროცლავში, პოლონეთი.

2013 წლის ზაფხულში, მე ხელახლა გავიარე ეს ისტორიული გზა და აღვბეჭდე ის ძებნილი ადამიანის პერსპექტივით - თავის დაჭერით ადამიანებისგან მოშორებით. მე ვიყავი სწორედ იმ ადგილებში, სადაც ისინი იყვნენ ოდესღაც, და ვეძებდი მათი იქ ყოფნის ნიშნებს. სიჩუმემ მთელი მოგზაურობის მანძილზე მაიძულა პეიზაჟი შემეგრძნო, რადგან ის მთავაზობდა ჩამეხედა ამ წარსულსა და კოლექტიურ მეხსიერებაში. ასეთ დროს მეჩვენებოდა, თითქოს მათთან ერთად გავდიოდი ამ გზას.

მოგზაურობის მანძილზე, კალუგიდან, ბელორუსიის და ლიტვის გავლით ჩავედი ვროცლავში, პოლონეთი, სადაც ბაბუაჩემი - ანატოლი - შეხვდა თავის ოჯახს და იცოცხლა 92 წლის ასაკამდე. მისი უმცროსი ძმა - ვიქტორი - 2014 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. სწორედ მისმა დღიურმა მომცა საშუალება ნაბიჯ-ნაბიჯ აღმედგინა მათი მოგზაურობა.“

მიხალ ივანოვსკი - პოლონეთში დაბადებული კარდიფში დაფუძნებული არტისტი და ფოტოგალერეის ტუტორია. მან ისწავლა დოკუმენტური ფოტოგრაფია უელსის უნივერსიტეტში და მიიღო ხარისხი 2008 წელს.  მისი ნამუშევრები იკვლევს პეიზაჟისა და მეხსიერების კავშირს, გვაჩვენებს უმნიშვნელო ადამიანებისა და მათი ისტორიების მდუმარე ქრობას. 2009 წელს მან მიიღო Magenta Foundation-ის დამწყები ფოტოგრაფის ჯილდო და ასევე Px3 Prix De Photographie-ის საპატიო ხსენება, პარიზში. მან მიიღო უელსის სამხატვრო საბჭოსა და Wales Arts International-ის გრანტები პროექტისთვის „ადამიანებისგან მოშორებით“ და Fairy Fort Project . 2012 წლიდან ის არის კაუნას რეზიდენტი, და მხარდაჭერილია ლიტვის კულტურის სამინისტროს მიერ.

http://www.michaliwanowski.com/

გალერეა




უკან გასვლა