გამოფენები

ვინსან მუნი და პრისილა ტელმონი

UNUS MUNDUS : საკრალური რიტუალები და ტრანსი


Unus Mundus მულტიეკრანიანი ინსტალაციაა, რომელიც საკრალური მუსიკისა და რიტუალების სამყაროს იკვლევს და ვინსან მუნისა და პრისცილა ტელმონის 100-ზე მეტი ფილმისგან შედგება „პატარა პლანეტების” კოლექციიდან, რომელსაც ისინი ბოლო 10 წელია ქმნიან კინოს კლასიკური ფორმების, პროდიუსირებისა და დისტრიბუციის გარეშე და ღია ლიცენზიით ასაჯაროებენ.

ტრანსის ცერემონიებსა და სპირიტუალურ შეკრებებზე, სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში გადაღებული მასალით - სუფიური რიტუალები ჩეჩნეთში, მცენარეების შამანური მოხმარება ამაზონიაში, ეთიოპიური საეკლესიო გალობა და პოპულარული ტრანსი იავადან - ინსტალიაცია ისეა შექმნილია, რომ რწმენისა და ტრანსცენდენტურობის ამგვარი ექსტრემალური აღნიშვნა ახლებურად წარუდგინოს დამთვალიერებელს. აქ არ არსებობს დასაწყისი და დასასრული, ინსტალიაცია წრეზე ტრიალებს და შემთხვევითობის ალტერნატიულ სისტემაზეა აწყობილი - არაფერი მეორდება, ყველა კომპოზიცია ახალია და ყოველ ჯერზე ახალი მნიშვნელობა იქმნება.

სახელწოდება Unus Mundus (ერთიანი სამყარო) ალქიმიური ცნებიდან მოდის, რომელიც კარლ გუსტავ იუნგმა აქცია პოპულარულად. ის რეალობაში ერთიანობის საფუძველს უკავშირდება, საიდანაც ყველა არქეტიპი წარმოიშვა და რაც სინქრონულობის პრინციპის საფუძველია. ინსტალაციის სისტემა შემთხვევითობის ფაქტორს ეყრდნობა და თითოეული დამთვალიერებლისათვის მარტივ, მაგრამ ამავდროულად, გააზრებულ სინქრონულობას ქმნის.


გახსნა / მულტიმედია პროექტი
სექტემბერი 16, 19.00
თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი

გალერეა




უკან გასვლა