გამოფენები

2017

თბილისი ფოტო ფესტივალი წარადგენს საუკეთესო თანამედროვე ფოტოგრაფების ნამუშევრებს, ორიგინალური გამოფენების მეშვეობით, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვისაა შექმნილი. 2010 წლიდან თბილისი ფოტო ფესტივალმა გამოფინა ცნობილი საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორიცაა სტენლი გრინი (Noor Agency), იური კოზირევი, (Noor Agency), ტომას დვორჟაკი (Magnum Photos Agency), გეორგიუ პინხასოვი (Magnum Photos Agency), ალექს მაიოლი (Magnum Photos Agency), სერგეი ჩილიკოვი, უილიამ დენიელსი (Panos Pictures Agency), ვანესა უინშიფი(VU’ Agency), ჯორჯ გეორგიუ (Panos Pictures), კლაუდი სლუბანი, ალესიო რომენზი (Corbis), სტეფენ დოკი (VU’ Agnecy), რემი ოხლიკ, სემუს მერფი (VII Agnecy), იუსტინა მელნიკევიჩ, რენა ეფენდი, მაიკლ კენა, ირანელი ქალი ფოტოგრაფების ჯგუფი, და სხვები.

თბილისი ფოტო ფესტივალის პროგრამას ასევე შეადგენენ ქართული ფოტოგრაფიის გამოჩენილი წარმომადგენლები. მათ შორისაა: შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გიორგი ცაგარელი, იური მეჩითოვი, გურამ წიბახაშვილი.

19 საუკუნის ფოტოგრაფიის უმდიდრესი კოლექციის დედნები პირველად თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა: „საქართველო მოდერნიზმის გზაჯვარედინზე: დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია - XIX საუკუნე“ 2011 წელს და „XIX საუკუნის პორტრეტები“ 2012 წელს.