ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2019

არქტიკა: ახალი საზღვარი ორმაგი პოლარული ექსპედიცია

გამოფენის გახსნა
სექტემბერი 13, 19.00
აბანოთუბანი / ლეღვთახევი

საჯარო ლექცია
სექტემბერი 15, 16.00
Rooms Conference Hall


იური კოზირევმა და კადირ ვან ლოჰუიზენმა (NOOR) კარმინიაკის ფოტოჟურნალიზმის ჯილდო მფლობელეი გახდნენ პროექტისთვის, რომელიც არქტიკას მიეძღვნა. და ჟან ჟუზელის ხელმძღვანელობითა და არქტიკასა და ანტარქტიდაში საფრანგეთის ელჩის, მინისტრ სეგოლენ რუიალის პატრონაჟით გაიმართა.

ამ აღიარებამ მათ საშუალება მისცა ნოვატორული, ორმაგი პოლარული ექსპედიცია სახელწოდებით „არქტიკა: ახალი საზღვარი” განეხორციელებინათ. პირველად ისტორიაში, ორმა ფოტოჟურნალისტმა ერთდროულად გაიარა არქტიკის მთელი ტერიტორია კლიმატური ცვლილებების შეუქცევად პროცესზე დაკვირვების მიზნით. მათ სურდათ, საკუთარი თვალით ეხილათ ის დრამატული ცვლილება, რაც ბუნებრივმა ლანდშაფტმა და არქტიკის დემოგრაფიამ განიცადა, ასევე, ამ ცვლილებების გავლენა რეგიონის მაცხოვრებლებზე.

„იური კოზირევის და კადირ ვან ლოჰუიზენის ფოტოები დიდებულია. ამ ფოტოებით, ციმბირის, სვალბარდის, გრენლანდიის, კანადის და ალიასკის ჩათვლით დღევანდელ არქტიკას აღმოვაჩენთ, თავისი ლანდშაფტით და ველური ბუნებით, რომელიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ასევე გვხვდება ექსტრემალურ კლიმატში მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც ჩართულია ნატურალური რესურსების - ნიკელის, გაზის, ნავთობის და ნახშირის ექსპლუატაციაში. გარემოს დაცვა მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რბილად რომ ვთქვათ,”- აცხადებს ჟან ჟუზელი, კლიმატოლოგი, 2012 წლის ვეთსელენის ჯილდოს გამარჯვებული და 2007 წლის ნობელის პრემიის თანამფლობელი.

იური კოზირევმა არქტიკის რუსულ საზღვაო პორტებში იმოგზაურა, სადაც რეგიონის უკანასკნელ ნომადებს, ნენეცებს გაჰყვა სეზონური გადაადგილების - ე. წ. ტრანსჰუმანსის დროს. ამ მოგზაურობას პირველად ხელი შეეშალა 2018 წელს, როდესაც მუდმივი მზრალობის არეებმა (პერმაფროსტმა) დნობა დაიწყო. კოზირევმა გადაცურა ბარენცის ზღვის სანაპირო ქვეყნის ჩრდილოეთში და იმოგზაურა დმონტჩეგორსკის ბორტზე, კონტეინერი გემით, რომელმაც პირველად გაიარა ჩრდილოეთ ზღვის მარშუტი დახმარების გარეშე. მან გაიცნო ადამიანები, რომლებიც დაავადმყოფდნენ ნიკელის მოპოვების შედეგად ნორილსკში. შემდეგ მურმანსკში გაემგზავრა, სადაც პირველი მოტივტივე ბირთვული ელექტროსადგური შენდება საიდუმლოდ.

კადირ ვან ლოჰუიზენმა მოგზაურობა ნორვეგიის კუნძულ პიცბერგენიდან (სვალბარდის არქიპელაგი) დაიწყო. შემდეგ ჩრდილო-დასავლეთ მარშუტს გაჰყვა, რომელიც ამჟამად, დამდნარი ყინულის დამსახურებით, ყველაზე მოკლე გზაა ევროპასა და აზიას შორის. გრენლანდიაში ის შეხვდა მეცნიერებს, რომლებმაც ყინულის საფარის ქვეშ გაყინული მდინარეები აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე წყლის დონის აწევას პირდაპირ უწყობს ხელს. ქორნვალის კუნძულის სამხრეთით, კანადის სანაპიროსთან, ფოტოგრაფი რეზოლუტის დასახლებაში ცხოვრობდა, სადაც კანადის ჯარის საწვრთნელი ბაზა მდებარეობს, რადგან კლიმატის ცვლილებამ არქტიკული რეგიონის გადაჭრით მარშუტების რაოდენობის გაზრდას შეუწყო ხელი. ბოლოს ის კივალინაში გაემგზავრა, ადგილობრივ სოფელში ალიასკის სამხრეთ წვერზე, რომელიც, პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის ჩაიძირება.

ტურიზმის, მილიტარიზაციის, გაზისა და მინერალური რესურსების კვალი და სავაჭრო გზების გახსნა იმაზე მეტყველებს, რომ არქტიკა დღეს სხვადასხვა ქვეყნებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ქაოტური დაპირისპირების ადგილია. ისინი ახლა აქ ეჯიბრებიან ერთმანეთს ამ ზონების კონტროლისთვის, რომლებმაც გლობალურ დათბობაზე ზეგავლენის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა კაცობრიობის ისტორიისათვის.

იური კოზირევის და კადირ ვან ლოჰუიზენის ფოტოსერია „არქტიკა: ახალი საზღვარი“ რეგიონის სწრაფი გლობალური ტრანსფორმაციის შემზარავი დადასტურებაა.

პროგრამა




უკან