ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 იან 2023

ღია კონკურსი | კომერციული ფოტოგრაფიის კურსი მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის პანკისის ხეობაში




თბილისის ფოტო ფესტივალი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კომერციული ფოტორგაფიით დაინტერესებულ პირებს პანკისის ხეობიდან. 


პროექტი, რომელიც კომერციული ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს, მიზნად ისახავს პანკისის ხეობაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ კი, ფოტო და ვიდეო გადაღების შესწავლასა და ბიზნესისთვის გამოყენებას.


სასწავლო პროგრამა სპეციალურად შეიქმნა მცირე ბიზნესში ჩართული პირებისთვის. მათ შორის: გესთჰაუზების მფლობელებისთვის, იმ რესტორატორებისთვის, ვინც ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციებს ავითარებს; თაფლის, უალკოჰოლო ლუდის და სხვა პროდუქტების მწარმოებლებისთვის; კერამიკისა და თექის ოსტატებისთვის და ასე შემდეგ). პროგრამა ასევე გახსნილია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. პროგრამა გადაღების გარდა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შესაძლებლობებზეც იქნება ფოკუსირებული.


კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ ვორქშოფებს (გადაღებებს) და თეორიულ კურსს შემდეგი აქცენტებით:
  • ინტერიერის გადაღება ადგილობრივი გესთჰაუსების პოპულარიზაციისთვის;
  • საკვების ფოტოგრაფია ადგილობრივი სამზარეულოსა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის;
  • ლანდშაფტის ფოტოგრაფია რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის;
  • სარეკლამო ფოტოგრაფია სუვენირების და სხვადასხვა პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

პროგრამას გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფები: ტბელ აბუსერიძე და გიორგი შენგელია. ფოტოგრაფებს კომერციულ ფოტო პროექტებზე მუშაობის მრავალწიანი გამოცდილება აქვთ.


საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განვითარებული ფოტოგრაფიული უნარები პანკისის ადგილობრივ მოსახელობას საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საკუთარი მცირე ბიზნესი განავითარონ, არამედ ხელი შეუწყონ პანკისის ხეობის ტურიზმის მდგრად განვითარებასაც.

კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 6 შეხვედრას (იანვარი-თებერვალი 2023)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 იანვარი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

 

პროექტს ახორციელებს თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი. 

 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: 

 info@tbilisiphotofestival.com

 









უკან