ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
07 თებ 2024

ღია კონკურსი: სახელოვნებო რეზიდენცია ქუთაისის კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის

თბილისის ფოტო ფესტივალი და დასავლური განვითარების ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით, კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “ქუთაისის სახელოვნებო სცენა ქალაქის კულტურული იდენტობის გადააზრებისათვის” ფარგლებში, სახელოვნებო რეზიდენციაში მონაწილეობისთვის იწვევს ქუთაისში მცხოვრებ დამწყებ ვიზუალურ არტისტებს, კურატორებს, მწერლებს და ა.შ., რეზიდენცია მოიცავს გრძელვადიან მენტორობის პროგრამასა და გრანტებს.

შერჩეული 8 მონაწილე გაერთიანდება მულტიდისციპლინურ გუნდში და მენტორთან ერთად იმუშავებს ერთობლივი პროექტის - მულტიმედიური გამოფენისა და თანმხლები პუბლიკაციის შექმნაზე. ჯგუფური გამოფენის კონცეფცია ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციის თემაზე ფოკუსირდება. 
შერჩეულ მონაწილეებს, ნამუშევრების შესაქმნელად გადაეცემათ გრანტი 300 ევროს (დაუბეგრავი) მოცულობით.
 


აღწერა

თბილისის ფოტო ფესტივალი და დასავლური განვითარების ცენტრი გთავაზობთ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამას ქუთაისში მოღვაწე 8 დამწყები ხელოვანისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელისთვის. რეზიდენცია მოიცავს 4 თვიან (2024 წლის მარტი - ივლისი) მენტორობის პროგრამას, გრანტს 300 ევროს ოდენობით და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში, თითოეული მონაწილე ჩაერთვება 4 თვიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებში, რომელთაც კურატორი ანა გაბელაია გაუძღვება.

ქუთაისში ფიზიკური შეხვედრებისა და ონლაინ კონსულტაციების დროს, რომლებიც თვეში ერთხელ ჩატარდება, პროგრამის მენტორი მონაწილეებს პროექტების შემუშავებასა და განვითარებაში დაეხმარება. რეზიდენციის ბოლოს, მულტიდისციპლინარული გუნდი შექმნის ერთობლივ პროექტს - ფინალურ გამოფენას, რომელიც ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის გადააზრებაზე ფოკუსირდება და თანხმხლებ პუბლიკაციას. 



რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნოთ: 

(1) პერსონალური და საკონტაქტო მონაცემები PDF ფორმატში (სახელი და გვარი; ასაკი; საცხოვრებელი ადგილი; ტელეფონის ნომერი; ელფოსტა; სოციალური მედიის არხები - ონლაინ ატვირთული ნამუშევრების ბმულების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)).

(2) წარსული/მიმდინარე პროექტის/ნამუშევრის დოკუმენტაცია, - პორტფოლიო, არსებობის შემთხვევაში. სურვილისამებრ, გამოგვიგზავნეთ ახალი ნამუშევრის იდეა, რომელზეც რეზიდენციის მიმდინარეობისას გსურთ მუშაობა. 

(3) სამოტივაციო წერილი PDF ფორმატში: მოკლედ მოგვიყევით, რატომ გაინტერესებთ ამ პროექტში მონაწილეობა. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ როგორც ტექსტური, ასევე აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი. 

გთხოვთ, ფაილები დაასახელოთ შემდეგნაირად: განმცხადებლის გვარი და რიცხვი, მაგალითად: Smith.01.
გთხოვთ, თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@tbilisiphotofestival.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 თებერვალი

პროექტის გუნდი შერჩეულ აპლიკანტებს 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დაუკავშირდება. 



ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.




ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თბილისის ფოტო ფესტივალი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.




უკან