ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
29 ივნ 2022

ვიზუალური განათლების ცენტრი - პანკისის მედიათეკა




თბილისი ფოტო ფესტივალისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 21 მაისს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ვიზუალური განათლების ცენტრი - პანკისის მედიათეკა გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებლებისთვის ალტერნატიული და ინოვაციური საგანამანთლებლო შესაძლებლობების შექმნას.

პანკისის მედიათეკა, სოფელ ჯოყოლოში, “ნაზის საოჯახო სასტუმროს” ბაზაზე გაიხსნა.







ვიზუალურ განათლებაზე ფოკუსირებული ახალი არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივი თემისთვის სამოქალაქო განათლების ინოვაციური და ალტერნატიული შესაძლებლობის შექმნას ისახავს მიზნად. 

ამჟამად პანკისის მედიათეკა ფოტო წიგნების ბიბლიოთეკას და მულტიმედიურ არქივს აერთიანებს და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.









პანკისის მედიათეკა საგანმანთლებლო პროგრამასაც სთავაზობს მსურველებს.  “გამოსახულების ფაბრიკა” - თბილისის ფოტო ფესტივალის ინოვაციური საგანამანთბელო პროგრამაა, რომელიც როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ლექციებს აერთიანებს. პროგრამის მენტორი და მოწვეული ლექტორები ცნობილი ფოტოგრაფები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები არიან.  მათ შორის: ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი , დავით მძინარიშვილი, გიორგი შენგელია, ვახო ხეთაგური, თინათინ კიღურაძე, ტბელ აბუსერიძე; მედიაწიგნიერების ექსპერტი სალომე აფხაზიშვილი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების ექსპერტი ანა ლაღიძე და ა.შ. 






















პროექტს ახორციელებს თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი.

პროექტის ადგილობრივი პარტნიორია ნაზის საოჯახო სასტუმრო (Nazy's Guest House). 


პანკისის მედიათეკის მისამართი: პანკისი, ჯოყოლო, ნაზის საოჯახო სასტუმრო, 26

Google maps












უკან