გამოფენები

ჯიმ გოლდბერგი

"მდიდარი და ღარიბი"

12 დეკემბრიდან, თბილისის ფოტო ფესტივალის მე-13 გამოშვების ფარგლებში, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პრესტიჟული “მაგნუმის“ სააგენტოს ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ჯიმ გოლდბერგის გამოფენას, "მდიდარი და ღარიბი" უმასპინძლებს.

ჯიმ გოლდბერგის მიერ გამოსახულებისა და ტექსტის ინოვაციური გამოყენება მას თანამედროვე ფოტოგრაფიის საეტაპო მნიშვნელობის ფოტოგრაფად აქცევს. გოლდბერგმა ექსპერიმენტული ამბის თხრობის პოტენციალის შესწავლა და ტექსტისა და ფოტოების კომბინირება სწორედ სერიაში “მდიდარი და ღარიბი“ (1977-85) დაიწყო.

1977-1985 წლებში ჯიმ გოლდბერგი სან-ფრანცისკოს სახლების მაცხოვრებლებს იღებდა. მათთან ინტერვიუებს იწერდა და ფოტოზე საკუთარი ხელით კომენტარის დატოვებას სთხოვდა. გადაღებული სუბიექტების მეტყველების თავისებურებების გამოსახულებასთან ერთად გამოყენება, მათი ხედვის ინტეგრირებას უწყობს ხელს და ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ რას შეიძლება აჩვენებდეს ფოტოგრაფის თვალით დანახული ფოტო.
“მდიდარი და ღარიბი“ პერსპექტივებისა და ისტორიების შთამბეჭდავი კრებულია, რომელიც როგორც მდიდრების, ისე ღარიბების გამოცდილებებს აჩვენებს. რაც არ უნდა შორს ჩანდეს ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან, ორივესთვის ერთნაირად ნაცნობია შინაგანი სირთულეები, ღირსება და სიყვარული.
ჯიმ გოლდბერგის ფოტოები პირველად იფინება საქართველოში.

ჯიმ გოლდბერგის გრძელვადიანი პროექტებია “Rich and Poor” (1977-85), “Raised by Wolves” (1985-95), და “Open See” (2003-2011), რომლისთვისაც მას ანრი კარტიე- ბრესონის ჯილდო და 2011 წელს, Deutsche Börse-ს ფოტოგრაფიის პრიზი მიენიჭა. გოლდბერგის ნამუშევრები მრავალ კერძო და საჯარო კოლექციაშია. მათ შორის, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში უიტნისა და ამერიკული ხელოვნების მუზეუმში, სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლოს- ანჯელესის პოლ გეტის მუზეუმში, ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, და სხვ. გოლდბერგი კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯის დამსახურებული პროფესორი და Magnum Photos წევრია. მას წარადგენს Casemore Kirkeby Gallery, სან-ფრანცისკოში.
 

გალერეა




უკან გასვლა