გამოფენები
Thomas Dworzak Russian Journal Revisited
Thomas Dworzak Russian Journal Revisited
Magnum Photos საქართველოში ბრუნდება -
რობერტ კაპას და ჯონ სტეინბეკის მარშრუტს საქართველოში
თომას დვორჟაკი და ჯულიუს შტრაუსი გაიმეორებენ
***
ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.
მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის“ ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები “ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში“ და “ლედის ჰომ ჯურნალში“. გამოიცა სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.
წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ Magnum Photos გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში.
პროექტში “რუსული დღიურის კვალდაკვალ“ მონაწილეობენ გერმანელი ფოტოგრაფი, Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე თომას დვორჟაკი და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, „ჰერალდ ტრიბუნის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი.
საქართველოს ერგო პატივი, უმასპინძლოს ახალი პროექტის “რუსული დღიურის კვალდაკვალ“ ფარგლებში გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას, რომელიც Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბანკის სათავო ოფისის გალერეებში გაიმართება.
19 სექტემბერს, --- საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება მოგზაურობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია. თიბისი ბანკის სათავო ოფისშივე, თიბისი არტ გალერეაში ნაჩვენები იქნება რობერტ კაპას მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტოების კოლექცია, რომელიც ბანკის საკუთრებას წარმოადგენს.
საქართველოში მოგზაურობის დაწყებამდე, 23 აგვისტოს 19:00 საათზე მწერალთა სახლში, (ივანე მაჩაბელის 13) თომას დვორჟაკი და ჯულიუს შტრაუსი შეხვდებიან ქართველ მწერლებსა და მედიის წარმომადგენლებს,
გალერეა
უკან გასვლა