გამოფენები

კლაუდია ჰეინერმანი

ომის შემდგომი ამბები

„ მგლის შვილები “

1945 წელს წითელმა არმიამ დასავლეთ პრუსია დაამარცხა, კიონიგსბერგი განადგურდა, მოსახლეობის ნაწილი დახოცეს, ნაწილს კი ქვეყანა დაატოვებინეს. ათი ათასობით ბავშვი დაობლდა. მალე მათ „ბავშვები მგლების“ სახელი შეერქვა (გერმანულად “Wolfskinder”) რადგან სოფლებსა და ტყეებში დაძრწოდნენ საკვებისა თუ საცხოვრებლის ძიებაში. მდინარე ნემანის გადაკვეთისას, ბევრ მათგანს გზა აებნა და ლიტვაში მოხვდნენ, სადაც იკვებებოდნენ ნარჩენებით და მოწყალებას ითხოვდნენ, სანამ მომთაბარეობდნენ საცხოვრებლიდან საცხოვრებელში. დაახლოებით 2000მდე “Vokietukai“ სოფლებში მაცხოვრებელმა ლიტველებმა იშვილეს, ბავშვები მათ სასოფლო სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ. საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ლიტველებს მკაცრი სასჯელი, მათ შორის, გაციმბირებაც ემუქრებოდა, გერმანელი ბავშვების შეფარებისთვის. ბავშვების გერმანული წარმომავლობის დასაფარად, მათ ლიტვური სახელები მისცეს - იმ პირობით, რომ არსად ისაუბრებდნენ გერმანულად და არ გაამჟღავნებდნენ ვინაობას.  

სანამ ლიტვა დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გახდა - ათწლეულების შემდეგ - „ბავშვი-მგლების“ შესახებ არავინ საუბრობდა. მხოლოდ რკინის ფარდის დაცემის შემდეგ, ამ ბავშვების ჭეშმარიტი ვინაობა გამჟღავნდა. დღეისობით 80-მდე „ბავშვი-მგელი“ კვლავ ცხოვრობს ლიტვაში. კლაუდია ჰეინერმანი და ჟურნალისტი სონია უინტერბერგი რეგულარულად ნახულობენ „ბავშვებს“ მათი გადარჩენის ისტორიების ჩასაწერად. თავის პროექტში კლაუდია ჰეინერმანი იკვლევს მათ წარსულს, და ამავდროულად - მათ თანამედროვე ცხოვრებას, ის უკვდავჰყოფს დიდ ტკივილსა და მწუხარებას და უყვება სამყაროს დავიწყებული ტრავმის შესახებ.

კლაუდია ჰეინერმანი (დაბადებული 1967 წ.)გერმანიაში დაბადებული, ჰოლანდიაში მოღვაწე არტისტია. ის ხანგრძლივ კვლევით დოკუმენტურ პროექტებში მონაწილეობს, აქცენტს აკეთებს მე-20 საუკუნის ისტორიასა და ომის შედეგებზე.

გალერეა




უკან გასვლა