გამოფენები
TBILISI PHOTO FESTIVAL 2025: MAGNUM X TPF X TPMM
TBILISI PHOTO FESTIVAL 2025: MAGNUM X TPF X TPMM
თბილისი ფოტო ფესტივალი - პირველი საერთაშორისო ფოტო ფესტივალი საქართველოში -15 წლის არის. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი - პირველი და ერთადერთი ინსტიტუცია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე გამოსახულებაზე მუშაობს - უკვე 5 წლისაა.
თანამედროვეობის გამოწვევებით გაჯერებულ რეალობაში, პოლიტიკურთან ერთად მრავალი ეგზისტენციალური რეფლექსიის საფუძველი რომ ხდება, ამ ორ თარიღს ფესტივალი და მუზეუმი სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. პროგრამა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძველ ფოტო სააგენტოსთან - Magnum Photos - კოლაბორაციით შეიქმნა. დოკუმენტური გამოსახულება როგორც სამყაროზე დაკვირვებისა და მისი გააზრების მძლავრი მედიუმი, სპეციალური პროგრამის ცენტრშია, რომელიც გამოფენას, საჯარო ლექციას, სქრინინგს, ვორქშოფს და ფოტო წიგნების გამოფენას აერთიანებს.
თბილისი ფოტო ფესტივალი 2025-ის გახსნის კვირეული 18 - 25 ივნისს გაიმართება.
თბილისი ფოტო ფესტივალი 2025-ის მთავარი პარტნიორია აჭარა ჯგუფი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ვიზა, თიბისი და ფრანგული ინსტიტუტი.
With Those Who Know Secret Things
or Else Alone
Magnum Photos ფოტოგრაფების ნამუშევრები
9 ეკრანიანი ვიდეო ინსტალაცია და ფოტო წიგნების გამოფენა.
19:00 საათზე.
9 ეკრანიანი ვიდეო ინსტალაცია და ფოტო წიგნების გამოფენა.
19:00 საათზე.
მონაწილე ფოტოგრაფები :
ანტუან დ’აგატა, მეთ ბლექი, საბიჰა ჩინემი, თომას დვორჟაკი, ნიკოს ეკონომოპულოსი, ჰარი გრუიერი, გრეგორი ჰალპერნი, სოჰრაბ ჰურა, სერჯიო ლარენი, იაელ მარტინსი, კრისტინ დე მიდდლე, ინგე მორათი, მარტინ პარი, ლუა რიბერა, მოისეს სამანი, ფერდინანდო სკიანა, იაკობ აუ სობოლი, ალეკ სოთი, ლარი თაუელი, ალექს ვები.

მუსიკა: ზურაბ ბაბუნაშვილი
გამოფენის გახსნას დაესწრებიან მაგნუმის კულტურული პროექტების დირექტორი ანდრეა ჰოლზერი და მაგნუმის სააგენტოს ფოტოგრაფი ანტუან დ’აგატა.
მ.კოსტავას 14 , სასტუმრო “სტამბა“, დ ბლოკი
Magnum Photos ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ანტუან დ’აგატას 5 დღიანი ვორქშოფი.
ვორქშოფი ქართველი და საერთაშორისო მონაწილეებისთვის ტარდება. 2 ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფისთვის ვორქშოფზე უფასოდ დასასწრებად გამოცხადდება სპეცალური სტიპენდია.
*რეგისტრაცია გამოცხადდება.
სასტუმრო “სტამბას“ საკონფერენციო სივრცე
მ. კოსტავას 14
მ. კოსტავას 14
ანტუან დ’აგატას საჯარო ლექცია სქრინინგის თანხლებითა და წიგნების ხელმოწერის სეანსით.
19:00 საათზე
მ.კოსტავას 14 , სასტუმრო “სტამბა“, დ ბლოკი
Against the Dying of the Light
პროტესტის ქრონიკა Magnum Photos-ს არქივიდან.
20:00 საათზე
მ.კოსტავას 14 , სასტუმრო სტამბა, დ ბლოკი
თბილისი ფოტო ფესტივალი 2025-ის პარტნიორები:
აჭარა ჯგუფი, ვიზა, თიბისი და ფრანგული ინსტიტუტი
აჭარა ჯგუფი, ვიზა, თიბისი და ფრანგული ინსტიტუტი
გალერეა
უკან გასვლა