ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
28 მაი 2019

ღია კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

 

ღია კონკურსი ფოტოგრაფებისთვის!

თემა: „ეკოლოგიკა“

პროექტების შემოტანა: 10 ივლისამდე

 

თბილისის ფოტო ფესტივალის „ფოტოგრაფიის ღამე“ აცხადებს ღია კონკურსს ფოტოგრაფებისთვის.

თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება „ ფოტოგრაფიის ღამე“, არის დღესასწაული, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში, წარმოადგენილია მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფებისა და სააგენტოების ფოტოები თბილისის ქუჩებში განთავსებულ ეკრანებზე.


მიიღე მონაწილეობა ღია კონკურსში და გახდი საიუბილეო, მეათე ფესტივალის ნაწილი!

წარმოდგენილი პროექტი უნდა ეხმიანებოდეს წლევანდელი ფესტივალის თემას:

ეკოლოგიის გარშემო არსებულ კითხვებს,

ჩვენი ცხოვრების სტილის გავლენას გარემოსა და ბუნებაზე და იმ გრძნობებს,

და მოტივაციას რითაც ჩვენი პლანეტის დაცვას ვცდილობთ.

 

5 გამარჯვებული პროექტი წარმოდგენილი იქნება თბილისის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში, 14 სექტემბერს.

- ორი მთავარი საერთაშორისო გამარჯვებული ფესტივალის გახსნის პერიოდის 2 დღიანი საგზურით დასაჩუქრდება;
- თბილისი ფოტო ფესტივალი Magnum Photos-სთან პარტნიორობით გამარჯვებულ ქართველ ფოტოგრაფს გადასცემს სტიპენდიას ვორკშოპისთვის Professioanl Practice Workshop, რომელიც ფესტივალის გახსნის კვირეულში 14-15 სექტემბერს გაიმართება. იხ.ბმული>>

 

DOWNLOAD a Roadmap HERE


მოგვწერეთ:  photonight@tbilisiphotofestival.com

 




უკან