ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • სექტემბერი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
03 სექ 2015

თბილისი ფოტო ფესტივალის მასტერკლასი 2016

თავის მე-6 გამოშვებას, თბილისი ფოტო ფესტივალი იწყებს მასტერკლასების სერიას, იმ პირადი ფოტო ენის შესაქმნელად, რომელსაც გამორჩეული თბილისური ატმოსფერო გთავაზობთ.

მასტერკლასებს გაუძღვებიან გამოჩენილი მსოფლიო ფოტოგრაფები, რომლებიც გამოირჩევიან როგორც თავისი პირადი შემოქმედებით, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უნარებით.

 

მასტერკლასი კლაუდი სლუბანთან



კვირიდან, 24 აპრილი-პარასკევამდე, 28 აპრილი, 2016

მასტერკლასი ორგანიზებულია თბილისი ფოტო ფესტივალის მიერ

თბილისი ფოტო ფესტივალი უმასპინძლებს კლაუდის სლუბანის - გამოჩენილი საერთაშორისო ფოტოგრაფის - ორ შემოქმედებით მასტერკლასს, რომლის მიზანიცაა ინდივიდუალური ფოტო ხელწერის შექმნა. მასტერკლასის მონაწილეები აღმოაჩენენ კულტურული მემკვიდრეობის ქალაქს - თბილისს, რომელიც ცნობილია თავისი მოქალაქეების სტუმართმოყვარეობით. ეს ორი მასტერკლასი იკვლევს დედაქალაქის სხვადასხვა შრეებს, რომლებიც არ გამორჩება მგრძნობიარე მაყურებელს და შიდა აღქმას გაუძლიერებს.

მასტერკლასებს გაუძღვება ორი ცნობილი საერთაშორისო ფოტოგრაფი, დაფასებული როგორც პირადი შემოქმედებისა, ასევე ცოდნის გაზიარების უნარებისთვის.

დეტალური ინფორმაცია მასტერკლასის შესახებ ინგლისურად.



მასტერკლასი ანტუან დაგატასთან



პირადი ოდისეა. მოგზაურობის დღიური

აპრილი 2016

ყველა დეტალი ანტუან დაგატას მასტერკლასის შესახებ (დეტალური პროგრამა, მიზნები, საცხოვრებელი, ფასი, როგორ მიიღოთ მონაწილეობა...) დაიდება საიტზე თვის ბოლოს.




უკან