გამოფენები
2022
თბილისის ფოტო ფესტივალი პირველი ფოტო ფესტივალია საქართველოში და სამხრეთ კავაკსიაში. იგი 2010 წელს შეიქმნა და მისი დამფუძვნებლები არიან ფრანგი ფოტოგრაფი, ამჟამად ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Liberation ფოტო რედაქტორი ლიონელ შარიე და ქართველი კურატორი და ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე.
ფესიტვალი პრესტიჟული არლის ფოტოფესტივალის Les Rencontres d’Arles მხარდაჭერით შეიქმნა და, ძალიან მალე, არა მხოლოდ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოტოგრაფლიული ღონისძიების, არამედ კავკასიის წამყვანი კულტურული მანიფესტაციის რეპუტაცია მოიპოვა.
უკანასკნელი 11 წლის მანძილზე, თბილისის ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებზე რეფლექსიისთვის იყენებს.
ფესტივალის იდენტობა სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა. გარდა ამისა, ფოტო ფესტივალი საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდა ფოტოგრაფიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
თბილისის ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების ფარგლებში, თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს.