ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
06 სექ 2021

TBILISI PHOTO FESTIVAL X FUTURES


2020 წლიდან თბილისი ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფიის ევროპული პლატფორმის - FUTURES წევრია. პლატფორმა ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით სარგელბლობს. 

 

FUTURES აერთიანებს ფოტოგრაფებს  მთელი მსოფლიოდან, რომ შეუწყოს ხელი ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას.

 

FUTURES ტალანტებისთვის ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით თბილისი ფოტო ფესტივალი იწყებს ციფრული და ფიზიკური ღონისძიებების სერიას, რომელიც აერთიანებს ფოტო ჩვენებებს, არტისტებთან შეხვედრებს, პორტფოლიოს მიმოხილვებს, ფოტო წიგნების გამოფენასა და ასევე, სტატიების, პოდკასტების სერიის შექმნას.

 

ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე 5 მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ტანია ბოჰორკეზი (ხელოვანი და კურატორი/მექსიკა), საბიჰა ჩინემი (ფოტოგრაფი/Magnum Photos, თურქეთი), იუსტინა მენკივევიჩი (ფოტოგრაფი/MAPS, საქართველო-პოლონეთი), კრისტინ ოლიე (Artistic Director/Les Champs Impossible, საფრანგეთი), პოლინ ვერმა-ლესერი (კულტურული დირექტორი/Magnum Photos, NYC) - შეირჩა 25 ფოტოგრაფი Futures პლატფორმის მიერ გაერთიანებული 69 ხელოვანიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფოტო ფესტივალის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. 

 

25 შერჩეულ Futures Talents შორის არიან:

ლარს დირენდომ
ჟოზეფინა ვან დე ვოთერ
პასკუალ როზალეს
კლარ ლიონს 
სელინ კროზი
კამილ მუზა 
ლუკას ლეფლერი
კინსო ბედე
იონე მოჰამედი
ჟული გლასბერგი
იოუდ ტომაჰი
მიშელ დე კლინი
ენიკო ჰოდოსი
ლეონარდო მაგრელი
რომან ბაგნარი 
არგუინ ესკანდო 
ემილი გრაჰამი
ელენი ონასოღლუ
უგო ვოაცი
ბოგდან შიროკოვი
მარკ დუფი
იუგინ ლეფერ
დირკ ჰარდი
ჯულია პარლატო
ბებე ბლანკო აგტერბერგ

 















უკან