Magic Carpets

ნესტან აბდუშელიშვილი

ადგილობრივი მუზეუმები

ვინაიდან პირველად ვიყავი მთიან აჭარაში, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პეიზაჟებმა მოახდინა - ერთი შეხედვით მკაცრმა, თუმცა, ამავე დროს, დამამშვიდებელმა და პოეტურმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყოველ დილა-საღამოს, რიტუალივით ვიღებდი, საბოლოოდ სხვა თემაზე გავამახვილე ყურადღება. რეზიდენციის პერიოდში ბევრი სოფელი მოვინახულე და ბევრ ადამიანს შევხვდი - მათ ხან სახლებში ვსტუმრობდი, ხან სამუშაო ადგილებზე - თუთუნის ფერმებში, ვენახებში, სკოლებსა თუ კულტურულ ცენტრებში. ჩემში განსაკუთრებული ინტერესი - ვიზუალურად და კონცეპტუალურად - ადგილობრივმა მუზეუმებმა გააჩინა. ვნახე ბევრი მუზეუმი და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დავაკვირდი. გავაკეთე მათი კოლექციების დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ხელნაკეთ ობიექტებს, შეგროვებულ ნივთებს, ფოტო ალბომებს და სხვ. თითქმის სიურრეალისტურია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მუზეუმებისადმი - საკუთარი ენთუზიაზმის ამარა, ყველანაირ ინსტიტუციურ სარგებელს მოკლებულნი, როგორ ინახავენ რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და წარუდგენენ მას დამთვალიერებელს.

 

მედიუმი: ციფრული ფოტოგრაფია

ვაიო, ქედა. აპრილი 2023

გალერეა




უკან გასვლა