ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
19 სექ 2019

“საინფორმაციო ომი: ფოკუსი რუსეთზე“

დისკუსია/სქრინინგი
19 სექტემბერი, 18:30
სტამბა D ბლოკი, Ground Floor 


თანამედროვეობის ფენომენი საინფორმაციო ომი, როგორც გლობალური პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მძლავრი აირღი, თბილისის ფოტო ფესტივალის კიდევ ერთი ცენტრალური ღონისძიების თემაა.

“საინფორმაციო ომი: ფოკუსი რუსეთზე“ მრგვალი მაგიდაა სქრინინგის თანხლებით.

მრგვალი მაგიდა გააერთიანებს:

ბეს ფლინს, New York Times -ის რედაქტორის მოადგილეს
ევჰენ ფედჩენკოს, უკრაინული STOP FAKE-დან
ეთო ბუზიაშვილის Atlantic Council’s DFR LAB (საქართველო) , რომელიც საქართველოს ოკუპაციის ანალიზს გააკეთებს ღია წყაროებზე დაყრდნობით
ანა შპაკოვას - დამოუკიდებელ ბელორუს კურატორს საბჭოთა პროპაგანდის ისტორიის პრეზენტაციით.

მრგვალი მაგიდა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ინფორმაციის შექმნის გამოწვევებზე გააკეთებს აქცენტს და ფოკუსირებული იქნება საქრთველოზე და უკრაინაზე როგორც რუსული დეზინფორმაციის მანქანის სამიზნეებზე რუსეთის მიერ ორივე ქვეყანასთან ომის წარმოების და ოკუპაციის პირობებში 2008 წლიდან დღემდე.

ღონისძიების მოდერატორია იუსტინა მელნიკევიჩი.

პროგრამა




უკან